ზემო ფონიჭალაში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა. ავარია რუსთავი-მარნეულის გზის გასაყართან გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და შეშით სავსე სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
გარდაცვლილთაგან ერთი 14 წლის ბიჭია, შემთხვევას 70 წლის ასაკის ქალი და შუახნის მამაკაციც ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არ დაშავებულან. ისინი პოლიციის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერეჯრობით უცნობია.