დღეს, 19 დეკემბერს, 11:00 საათზე ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საია საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევას წარუდგენს. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
კვლევის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები