მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ "RIMA"-ს კაპიტანმა, სირიის მოქალაქე ენვერ გუსსომ ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 65 591,92 ლარის ოდენობით გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის განყოფილებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "RIMA" 12 დეკემბერს დააკავეს.