თბილისში დღეს დილით მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ბე-ემ-ვეს ტიპის ავტომანქანა ჯერ ბორდიულს შემდედ კი ხეს შეეჯახა.
მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი საჭეს ნასვამი მართავდა. შეჯახება იმდენ ძლიერი იყო რომ ერთ-ერთი მგზავრი მანქანიდან საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის დახმარებთ ამოიყვანეს.
დაშავებულები სასწრაფო დამარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მძღოლი და კიდევ ერთი ქალბატონი მსუბუქად დაშავდნენ.