შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებულ ყაჩაღობებში ბრალდებული კობა ლომჯარია, მისი ძმა, ლაშა ლომჯარია და ზაზა ქვათაძე.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა ძმები, კობა და ლაშა ლომჯარიების მიერ კიდევ ორი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.
2011 წლის 6 აპრილს, ქ. ოზურგეთში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ კობა დარჩიას ოჯახს, სადაც ფიზიკური ზეწოლის მუქარით გაიტაცეს 30 000 ლარი.
ასევე დაკავებულების მიერ განხორციელებულია 2011 წლის 4 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრებ ცირა სიხარულიძეს ოჯახზე მომხდარი ყაჩაღობა. აღნიშნულ ყაჩაღობაში მონაწილეობას იღებდა ზაზა ქვათაძე. ბრალდებულებმა განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს 1944 წ.დ. ცირა სიხარულიძე და მისის ოჯახიდან გაიტაცეს 350 ლარი.
დაკავებულები აღიარებენ მათმიერ ჩადენილ დანაშაულს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 179 მუხლის II და III ნაწილებით.