კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ აღიარა და გააუქმა გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი დადაგენილება უკრაინის ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კუჩმას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებოდა ბრალად.
სასამართლომ აღიარა, რომ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად საკმარისი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის, ყოფილი ოფიცრის ნიკოლაი მელნიჩენკოს მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი უკანონო გზით იქნა მოპოვებული და მკვლელობს საქმეში დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. კუჩმას ყოფილი დაცვის წევრის მიერ ჩაწერილი ეს ფირები სისხლის სამართლის აღძვრის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო.
გარდაცვლილი ჟურნალისტის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.