შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 14 დეკემბერს, მესაზღვრეებმა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე რომეო გელენიძე დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო-პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.