ქვემო ზეემკაზე მოკლული 51 წლის მამაკაცის მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით კვლავ დაუდგენელია.
სევერიან ვაჩაძე გუშინ საღამოს ახლობლებმა საკუთარ ნაკვეთში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობები კისრისა და თავის არეში აქვს მიყენებული. სევერიან ვაჩაძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობდა ქვემო ზეემკაზე კი მას ნაკვეთი ჰქონდა, სადაც იგი ყოველდღე დადიოდა. საქმეს ისანი-სამგროის რაიონული განყოფილება იძიებს.