ლალი მოროშკინას ადვოკატ ირაკლი კაპანაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. როგორც კაპანაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მოროშკინა შიმშილობით გამოხატავს ნანუკა ჟორჟოლიანისა და თაკო ფხაკაძის მხრიდან არაკოლეგიალურ დამოკიდებულების მიმართ პროტესტს. კაპანაძის თქმით, მოროშკინა მიმართავს "პრაიმ-ტაიმს" და მოუწოდებს, 25 დეკემბრამდე თავი შეიკავონ მასზე პუბლიკაციების გამოქვეყნებისგან.
"ლალი მოროშკინას თხოვნაა, სანამ ამოიწურება მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, "პრაიმ-ტაიმმა" თავი შეიკავოს ისეთი სტატიების და პუბლიკაციების გამოქვეყნებისგან, რომელმაც რაიმე ფორმით შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მოროშკინას შვილების ფსიგოლოგიურ მდგომარეობაზე. ასეთი პრეცედენტი უკვე იყო და აღარ გვინდა განმეორდეს", - განაცხადა კაპანაძემ.
სამართალდამცველებმა მოროშკინა საკუთარ სახლში 10 დეკემბერს დააკავეს. წინა დღით, "ნანუკას შოუს" ჩაწერის დროს, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს.