სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე თამაზ ფირცხალავას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით და გადახდის ვადად განესაზღვრა 10 დღე, ასევე თანხის სრულ უზრუნველყოფამდე პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე თამაზ ფირცხალავა 8 დეკემბერს დააკავა.