შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის განყოფილებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "RIMA" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, სირიის მოქალაქის, ანვერ გუსოს მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
12 დეკემბერს, მალტის დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანს, სირიის მოქალაქე ანვერ გუსოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 591 ლარის და 92 თეთრის ოდენობით.