შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დარღვევის ფაქტზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, თურქეთის მოქალაქე ბარიშ ქემალის ძე ოზერი დააკავეს. აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მალულად გადაჰქონდა კლდის საბურღი იარაღები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით.