მკველობა მოხდა მოსკოვში. მოსკოვის მახლობლად, ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი ქართველი გარდაცვალა. ამის შესახებ „როსბალტი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, საავადმყოფოში 32 წლის ორი ახალგაზრდა მიიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე დაღუპული იყო.. ფაქტზე მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილეთა ვინაობა უცნობია.
ეჭვიმიტანილზე ძებნა გამოცხადდა.