შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ბოროტმოქმედთა ჯგუფის წევრები: ედიშერ ცისკარიძე და ძმები, ლაშა და კობა ლომჯარიები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, 2011 წლის 9 დეკემბერს აღნიშნული პირები ნიღბებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ია შაქროს ძე აბაშმაძის ოჯახს. ბრალდებულებმა ე/წ სკოჩის გამოყენებით ოჯახის წევრებს შეუკრეს ხელფეხი, გააცხელეს უთო და დაშინების მიზნით ითხოვდნენ ძვირფასეულობას.
ფიზიკური ზეწოლის შედეგად ბრალდებულებმა მოახერხეს ოჯახიდან ოქროსა და ვერცხლის ნივთების, მობილური ტელეფონის, სანადირო თოფისა და „მერსედესის" მარკის ავტომობილის გატაცება. რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
გამოძიების შედეაგდ დადგენილია, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას იღებდა ოთხი პიროვნება. გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების შედეგად 11 დეკემბერს გურიის სამხარეო პოლიციის მიერ დაკავებულია ყაჩაღობაში მონაწილე სამი პირი, ხოლო მეოთხე ბრალდებულის 36 წლის ზაზ თოიძეს მიმართ ტარედება ოპერატიული ღონისძიება მისი ადგილ სამყოფელის დადგენა დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით.