ქარელის რაიონის სოფელ დირბში ცოლმა ქმარი მოკლა. 22 წლის ნინო ხაბეიშვილმა საკუთარ მეუღლეს, მამუკა ცერცვაძეს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ცოლმა ქმარს დანა საწოლში წოლის დროს დაარტყა, რამდენიმე საათში კი მეზობლებს დაუძახა და თქვა, რომ მისმა მეუღლემ დანა თავისით დაირტყა. 36 წლის მამაკაცს ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მამუკა ცერცვაძესთან მისი შვილები მივიდნენ, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ოჯახში უთანხმოება სწორედ მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუ რა გახდა კონკრეტულად მკვლელობის მიზეზი უცნობია.
ხაბეიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.