გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო პოლიციური თანამშრომლობის ფარგლებში, გაყალბებული დოკუმენტების ამოსაცნობად საპატრულო პოლიციას გადაეცა გაყალბების ამოსაცნობი 50 ხელსაწყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გერმანიის საელჩოდან აცობეს.
საელჩოს ცნობით, ამ მოვლენას წინ უძღოდა ამა წლის ზაფხულში პოლიციის თანამშრომლებისათვის ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაყალბებული დოკუმენტების ამოცნობაში.
ეს დახმარება არის წვლილი საერთაშორისო დანაშაულის, განსაკუთრებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გერმანიის ფედერალური პოლიცია 2003 წლიდან აწარმოებს ინტენსიურ თანამშრომლობას საქართველოს სასაზღვრო უწყებებთან. ყოველწლიური სამუშაო გეგმის ფარგლებში განხორცილებულ იქნა მრავალრიცხოვანი სასწავლო და
აღჭურვის ორმხრივი პროექტები, რათა მოხდეს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.