დღეს, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა გაიმართება.
პროცესი 8 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლის ავადმყოფობის გამო ის ორშაბათისთვის გადაიდო.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 21 ოქტომბერს მიმართეს.
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვათ.