ლანჩხუთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. რაიონული სამმართველოს ახალ შენობაში 50 პოლიციელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის სამმართველო მოემსახურება ლანჩხუთის რაიონის 54 სოფელს. შენობაში ასევე განთავსებულია კრიმინალისტიკური სამსახური.
შსს-ს ინფორმაციით, 2010-2011 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 71 პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა და ამოქმედდა. ამ დროისთვის გურიის რეგიონში მოქმედებს ოთხი ახალი პოლიციის შენობა, რომლებიც შს სამინისტროს ინფორმაციით აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე.
.
მასალის გამოყენების პირობები