"ინციდენტის დროს ლალი მოროშკინა სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ლალი მოროშკინას ადვოკატმა ირაკლი კაპანაძემ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა მოროშკინას პირველი კითხვა ალკოჰოლთან დაკავშირებით დაუსვა.
"პირველი ეს ვკითხე, რაზეც მან მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული. ვისუაბრეთ და საქალაქო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს დადგენილებას", - განაცხადა კაპანაძემ.