თბილისში მომხდარი ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.
"იმედის" ინფორმაციით, "მერსედერსის" მარკის ჯიპი "ჰიუნდაის" მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის დროსაც ეს უკანასკნელი ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი "მერსედერსის" მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა.