თბილისის საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა საკუთარ სახლში, დღეს დაახლოებით დილის 08.00 საათზე დააკავეს, რომელმაც გუშინ საღამოს, „ნანუკას შოუს" ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს.
შსს ბრალდებულის სტატუსით მოროშკინას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი სახლიდან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს.
შეგახსნებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა. "მივმართავ სამართალდამცველებს მე ვცემე თაკო ფხაკაძე. ცოტა სისხლის წვეთები ახლაც მამჩნევია ხელზე", - ეს სკნადალური ინფორმაცია ლალი მოროშკინამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას განაცახადა. მან ბოდიში მოუხადა ტელემაყურებელს და აღნიშნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
"მირჩევნია, პასუხი ვაგო, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო", - განაცხადა მოროშკინამ.
მოროშკინას ინფორმაციით, როდესაც სტუდიაში მივიდა ჩაწერაზე, ნახა გაშლილი ხალიჩა, რომელზეც ეწერა პრაიმ-ტაიმი. "როდესაც ეს ვნახე ვთქვი, რომ აქ ჩემი ადგილი არ არის. მოდით მეგობრულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მე უბრალოდ წავალ ამ შოუდან ერთი ადამიანი თუ მოგაკლდათ არ იქნება პრობლემა".
მოროშკინა ჰყვება, რომ შოუში აცხადებდნენ ნომინაციებს და იქ მიწვეულებს აჯილოდვებდნენ. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან ლამაზად მიდიოდა და ბოლოს ის და ნუკი კოშკელიშვილი დაასახელეს ნომინაციაში "ყველაზე უგემოვნოები". მისივე თქმით, რადგან ამ ნომინაციების ავტორი იყო პრაიმ-ტაიმი, მანდ სტუდიაში სიტყვა ითხოვა და თქვა რომ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი და პიროვნება.
"მე ვთქვი, რომ ალბათ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, პიროვნება, ქალი; ვერ შდგა, როგორც ჯანმრთელი ქალი. მისი სილიკონებით გადაბერილი სახე ლამის არის გადასკდეს და შურს ყველა ქალის ჯანმრთელის, მოაზროვნის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დაფინანსებული გაზეთით", - განაცხადა მოროშკინამ და აღნიშა, რომ ამის შემდეგ მას ყურში ჩაესმა თაკო ფხაკაძის "ქრიქილი", რის გამოც სცემა.
მისი თქმით, მას ურჩევნია იჯდეს ციხეში, ვიდრე უღირს ადმიანებთან ერთად იდგეს.