შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა ორი პიროვნება, რომლებიც ცდილობდნენ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას და რომელთაც არ გააჩნდათ პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.