ჩრდილო კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ ყოფილი მაიორი საქართველოს ანგარების მიზნით სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულად ცნო და 12 წლით კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ვლადიმერ კლენკოვი სამხრეთ ფედერალური სამხედრო ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. მსჯავრდებულმა რუსეთის მოქალაქემ 2002 წლის 4 მაისსა და 19 დეკემბერს საქართველოს სპეცსამსახურებს საქართველოს ტერიტორიაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა და მას გრიფი "საიდუმლოდ" ედო. ეს ინფორმაცია სამხედრო ნაწილების საქმიანობას ეხებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა და კლენკოვი სახელმწიფო ღალატის მუხლით გასამართლდა.