სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა ისეთი ტემპით აღარ იზრდება, როგორც აქამადე იზრდებოდა.
ეს განცხადება კალმახელიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. თუმცა, მინისტრს სათანადო მონაცემები არ დაუსახელებია.
კალმახელიძის განმარტებით, ეს სისხლის სამართლის პოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია. იგი იმედოვნებს, რომ ასეთი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება.
კალმახელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ალტერნატივით 700-მა პატიმარმა ისარგებლა, 200 პირის განცხადება განხილვის ფაზაშია. განრიდება კი 75-ზე მეტ პირს შეეხო.