ნიდერლანდების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემ "JORVIK"-ის კაპიტანმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვიქტორ შარაპოვმა, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული 72 ათას 700 ლარის ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ფეკალური მასების ჩაღვრა ზღვაში), ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნიდერლანდების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "JORVIK"-ი 2 დეკემბერს დააკავეს.