მოსკოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს . როგორც "კურიერის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას "რუსთავი 2-ის მოსკოვის ბიუროს უფროსმა თამარ ნუცუბიძემ განაცხადა, ოპერატორი აქციის მონაწილე სხვა დაკავებულებთან ერთად ავტობუსით გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.
ჟურნალისტის განმარტებიით, ოპერატორი დააკავეს იმ ადგილზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები სკანდირებდნენ "ძირს პუტინი".
მოსკოვში დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია, 4 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციაზე 250-მდე ადამიანი დააკავეს.