თავის ბლოგში აკუნინი წერს, რომ მას "არჩევნების შედეგები მოეწონა".
"ჯერ ერთი "ჟულიკების პარტიამ" ოფიციალური მონაცემებითაც კი 12 მილიონამდე ხმა ვერ დათვალა (2007 წელთან შედარებით) და მიუხედავად სიცრუისა, აგიტაციისა და სიყალბისა დათვლის დროს რომ მოხდა. მეორე არის ის, რომ ამ სიყალბის უსინდისობამ ნორმალური სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეავსო.
მოსკოვის რომელი მცხოვრები დაიჯერებს, რომ "ედინაია როსიას" ხმა ჩვენს ქალაქში 46 %-მა მისცა? ჩვენთან ხომ ამ პარტიას მხოლოდ თავად "ჟულიკები" და მათი მომსახურეები უჭერენ მხარს და ეს კი უკვე სულ სხვა რიცხვებია", _ წერს აკუნინი.
აკუნინი წერს, რომ "მთავარი ცირკი" რუსეთის მოქალაქეებს ჯერ წინ აქვთ.
"მთავარი ცირკი ჯერ წინ გვაქვს. ახლა უკვე ავანსცენაზე გამოვა სამუდამო მმართველობის კანდიდატი. ყველა გაფუჭებული პომიდორი მოხვდება არა ბუტაფორიულ პარტიას, არამედ პირადად მას, ძვირფასსა და საყვარელს. იგი ივლის ქვეყანაში და ამომრჩევლებს შეხვდება. დაუსტვინეთ მას, მას ეს უყვარს. და შეგშურდეთ მოსკოველების. ჩვენ გვაქვს გასაოცარი შესაძლებლობა, ავახმიანოთ ყველა საყვირი, როდესაც ნაციონალური ლიდერი პარალიზებულ საავტომობილო საცობებთან ჩაიქროლებს. დუ-დუ ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! გესმით ჩვენი ხმები? და მერე პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აღფრთოვანებული ხალხის ხმა იყო", _ წერს მწერალი.
აკუნინი ვლადიმერ პუტინსაც მიმართავს.
"ბარემ, რამდენიმე სიტყვას ვლადიმერ ვლადიმერის ძესაც ვეტყვი. მე თქვენ მეცოდებით. ამას ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გეუბნებით. არ არის საჭირო, იყო ნოსტრადამუსი, თქვენი ბედი რომ დაინახო. უცილობლად შეიქმნება სიტუაცია, რომ ქვემოთ უკვე აღარ სურთ, მაღლა კი უკვე გაიხრწნენ, ფული კი გათავდა. ქვეყანაში დაიწყება არეულობა. კეთილად წასვლა თქვენთვის უკვე დაგვიანებული იქნება, თქვენ სროლის ბრძანებას გასცემთ და დაიღვრება სისხლი მაგრამ მაინც ჩამოგაგდებენ. მუამარ კადაფის ბედს არ გისურვებთ, ამას გულწრფელად გეუბნებით. წასულიყავით, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გაქვთ... კეთილშობილური მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახური პირობები, მთავარანგელოზის გამოცხადება. მიგეცათ სადავეები მემკვიდრისთვის (სხვანაირად ხომ თქვენ არ იცით) ის კი, თავის მხრივ, თქვენს უშფოთველ სიბერეზე იზრუნებს. წარმოიდგინეთ და შეგძრათ: საზოგადო სიძულვილი, მარტოობა, ხვალინდელი დღის შიში, აუცილებლობა სულ უფრო და უფრო ჩაეფლო ტალახში და გარემოცვაში სულ უფრო და უფრო საშინელი ნაძირალები შემოიკრიბო. თქვენ ეს გჭირდებათ?" - ეკითხება პრემიერს აკუნინი.