შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ფეკალური მასების ჩაღვრა ზღვაში), ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნიდერლანდების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "JORVIK"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვიქტორ შარაპოვის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.
2 დეკემბერს, ნიდერლანდების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის კაპიტანს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვიქტორ შარაპოვს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 7 ათას 700 ლარის ოდენობით.