შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, თბილისში საქართველოს სამი მოქალაქე: დავით ჩაფიძე, ისმაილ მუთიძე და ვლადისლავ მურადოვი დააკავეს. აღნიშნულმა პიროვნებებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტ „სარფი"-ს გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მალულად გადმოიტანეს 56 ათას 40 ლარის ღირებულების (1022.99 გრ.) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.