შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ა/წ 4 დეკემბერს, დააკავეს მკვლელობისთვის ბრალდებული, 1992 წ.დ. ანზორ ემზარის ძე მელქუაშვილი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მაისს, ღამით, გორის რაიონის სოფელ კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის მოშორებით, ბრალდებულმა ანზორ მელქუაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ტაქსის მძღოლს, ვაჟა ბალიაშვილს და მისი ავტომანქანა გაიტაცა. ვაჟა ბალიაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების მიერ ვაჟა ბალიაშვილის გვამი ნანახი იქნა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მისი ავტომანქანა დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით.