."ჯი-ეიჩ-ენი". "თავდამსხმელებმა რომლებიც ჯერ კიდევ 2004 წელს ერთ-ერთი მეწარმის სახლს დაესხნენ თავს, თუმცა ამის გამო გამართლდნენ და გათავისუფლებულნი იყვნენ, დანაშაულისათვის პასუხი აგეს", _ წერს რუსული მედია.
სამარის ოლქის პროკუტარატურის განცხადებით, 2004 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეები ლიპარტელიანი, გაბიძაშვილი, გურეშიძე და კიდევ ერთი გამოძიებით დაუდგენელი პირი ქალაქ სირანში მაცხოვრებელი მეწარმის ავანესიანის ოჯახს დაესხნენ თავს.
"ნიღბიანი, ორი პისტოლეტით შეიარაღებული თავდამსხმელები სახლში შეიჭრნენ და ოჯახის უფროსი, მისი მოხუცებული დედა და 16 წლის ვაჟიშვილი დაჭრეს. მიღებული ჭრილობებისაგან 16 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა ვერ მოასწრეს ოჯახის ყველა წევრის დახოცვა და ფულისა და ძვირფასეულობის მითვისება", _ იუწყება პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, 2005 წელს სამარის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, ბრალდებულები გაამართლეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ისინი ამის შემდეგ მიიმალნენ.
პროკურატურის მიერ გასაჩივრებული ამ გადაწყვეტილების გამო, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ საოლქო სასამართლოს მიერ გამოანილი განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახალ გამოძიებაზე დააბრუნა.
სამარის საოლქო სასამართლომ საქმის მასალების განმეორებითი განხილვისა და შესწავლის შემდეგ დამნაშავეებს განაჩენი დაუწრებლად გამოუტანა. სასამართლომ ლიპარტელიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მასზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა.
"დანაშაულის თანამონაწილეებს გურეშიძეს და გაბიძაშვილს 13 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გურეშიძე სასჯელს იხდის გაბიძაშვილი კი იძებნება", _ იუწყება რუსული მედია.