დღეს, 5 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში გაიმართება მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატირინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთვათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
"მოსამზადებელ სხდომაზე შევთანხმდებით მთავარი სხდომის დღეზე და საათზე. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაიცავს ჩემი კორდინაციით 5 ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე 11 ოქტომბერს შეუწყდა.