2010-2011 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 70 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პოლიციის ორი ახალი შენობა მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე.
დღეს ხსენებულ რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს თიანეთის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა, სადაც 20 პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის განყოფილება მოემსახურება თიანეთის 81 სოფელს, დაბა სიონს და დაბა თიანეთს.
შენობის გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი ივანე მერაბიშვილი და მხარის გუბერნატორი, ბატონი ცეზარ ჩოჩელი.