გორის რაიონის სოფელ კარბში, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ქალაქი ბირსკი) გენრიკ სტეპანეს ძემადოსიანი დააკავეს, რომელიც 2011 წლის 28 ნოემბერს, როკის გვირაბის გამოვლით რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონში შემოვიდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.