კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი თამაზ ხარატიშვილი, ამავე სამსახურის თანამშრომელი ვასილ ყველაშვილი, ასევე დაკავებულია ხაშურის სპორტული სკოლის დირექტორი მევლუდ ლომიძე, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის ჩატარებისთვის ქრთამის სახით გამოსძალეს 3 000 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისიხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.