საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"ქურთის პოლიციის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ქარბში რუსეთის ფედერაციის ქალაქ ბირსკის მაცხოვრებელი გენრიკ მადოსიანი დააკავეს", _ აცხადებენ პოლიციაში.
რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის ბრალდებით. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც გაირკვა მადოსიანი მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე როკის გვირავის გავლით მოხვდა, ამის შემდეგ კი მან ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთა.