ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში 58 წლის მწყემსი მინდორში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მთისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ კალაიჯიშვილმა აცნობა, ცხედარი მწყემსებმა ნახეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ყვარლის პოლიცია აწარმოებს.