პეკინის ქუჩაზე 31 წლის მამაკაცი დაჭრეს. ბესიკ ლეჟავას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ლეჟავას შელაპარაკება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოუვიდა. მოგვიანებით კონფლიქტი უკვე ქუჩაში გაგრძელდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას წუხელვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
მასალის გამოყენების პირობები