შინაგან საქმეთა სამინისტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული, 45 წლის ვარდან ვანციანი.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულმა ვარდან მანციანმა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მოტივით, განიზრახა თავისი 5 თვის ფეხმძიმე მეუღლის, ელმირა ვანციანის მკვლელობა. საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიღო ხანჯალი, შევიდა პირუტყვის სადგომში და მეუღლეს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის მრავლობითი ჭრილობები: კისრის მარჯვენა ზედაპირზე, გულ-მკერდის, მუცლის, მარცხენა მხრის, მარცხენა მუხლის არეში, ფილტვების, ღვიძლის, წვრილი ნაწლავების და საშვილოსნოს დაზიანებებით, საიდანაც თერთმეტი ჭრილობა ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებას. ელმირა ვანციანი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ ამოღებულია დანაშაულის იარაღი. დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის II ნაწილის „ა" პუნქტით.