ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და საკუთარი საარჩევნო შტაბის წევრებისგან სახელმწიფო საბჭოს ფორმირების შესახებ განაცხადა.
ოკუპირებულ ტერიტირიაზე მომქმედმა ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ჯიოევას ქმედება „ფერად რევოლუციას" შეადრა და პირობა დადო „გაატაროს მიიღოს სათანადო ქმედებები".
ჯიოევამ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას მეორე ტურის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეორე ტურის არჩევნების შედეგები გააუქმა.
ამასთან ედუარდ კოკოითმა განმარტა, რომ ჯიოევა მომავალი წლის მარტში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მის მიერ „ჩადენილი დარღვევების" გამო.
სეპარატისტების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ აცამას ბიჩენოვმა განაცხადა, რომ ჯიოევას არჩევნებში მონაწილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ექსპერტების აზრით ცხინვალის რეგიონში არსებულმა ვიტარებამ შესაძლოა ანტირუსული სახიათი მიიღოს.
არის რისკი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში დაწყებული გამოსვლები ანტირუსულ ხასიათს მიიღებენ. ეს კი ძალიან საშიშია", _ აცხადებს ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის კომენტირებისას დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ალექსეი ვორობიოვი. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
"სწორედ მოსკოვის მცდელობამ, თავს მოახვიოს ოს ხალხს თავისი კანდიდატი, სასწორი გადაწონა ალა ჯიოევას სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ჯიოევა და მისი მომხრეები ამჟამად ელოდებიან ექსტრემალურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ აიძულოს სასამართლო, ხმის მიცემის შედეგებს გადახედოს. დარღვევები რომ ყოფილიყო, ეს ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში გახდებოდა ცნობილი", _ აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც ფერადოვანი რევოლუციის მსგავსია გამორიცხული.
"არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი საპროტესტო აქციებზე გამოვა, იმიტომ, რომ ეს პატარა რესპუბლიკაა და იქ ყველა ყველას იცნობს და სამხრეთ ოსეთის ელექტორატი არც ისე პასიურია, როგორც რუსეთში. ამავე დროს, არის რისკი, რომ ეს გამოსვლები ანტირუსულ ხასიათს მიიღებენ. არა იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთში არ უყვართ რუსეთი, პირიქით, რუსეთისადმი ყველა დადებითადაა განწყობილი, მაგრამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ მმართველი პარტია "ედინსტვოდან" აღიქმება ზეწოლად, არამედ რუსეთის მხრიდანაც. აი, ეს კი ძალიან საშიშია", _ აცხადებს ვორობიოვი და აღნიშნავს, რომ მართალია ჯიოევას ოპოზიციურ კანდიდატს უწოდებენ, მაგრამ ისიც სრულიად ლოიალურია მოსკოვისადმი.
"იმიტომ, რომ სხვა მოკავშირე სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებრივ დონეზე არ ჰყავს და იგი ახლაც ამ მხარდაჭერით არსებობს. თუკი სამხრეთ ოსეთს ეს მოაკლდება, კვლავ საქართველოს მიერ მისი შთანთქმა დაიწყება ამა თუ იმ ფორმით", _ დასძენს ექსპერტი.