ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო, 30 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეს ეხება. ოფიციალური თბილისი სარჩელში მოითხოვს სასამართლოს წინა დადგენილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც მათთვის ზარალის ანაზღაურების სახით საქართველომ 100 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.
ამჟამად ებრაელი ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოში სასჯელს საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის ქრთამის სახით 7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის მიცემის მცდელობის ფაქტზე იხდიან.
ლონდონის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების სარჩელის განხილვას დაკავებული ბიზნესმენების მიერ აღძრული სარჩელის პასუხად იწყებს, რომელის ბიზნესმენებმა, როგორც კომპანია "ტრამექსის" მფობელებმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ აღძრეს. რონი ფუქსი და მისი ბერძენი პარტნიორი იოანის კარგაუპოლისი კომპანია "ტრამექსის" მფლობელები იყვნენ, ზეევ ფრენკელი კი ფუქსის თანაშემწე იყო საქართველოს მიმართულებით.
ჯერ კიდევ 1992 წელს "ტრამექსმა" საქართველოს სახელმიწიფო ნავთობის კომპანიასთან გაზსადენის ერთობლივი მშენებლობის შესახებ გარიგება გააფორმა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ებრაელმა ბიზნესმენებმა ხელმოწერილი კონტრაქტის პირობების შეუსრუებლობის გამო საქართველოს ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა მოსთხოვეს.
მრავალწლიანი გარჩევის შემდეგ 2011 წლის თებერვალში მსოფლიო ბანკთან დაკავშირებულმა საინვესტიციო ცენტრმა, რომელიც საინვესტიციო დავებითაა დაკავებული, დაადგინა, რომ ოფიციალური თბილისი ვალდებულია კომპანია "ტრამექსის" მფლობელებს 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კომპანსაცია გადაუხადოს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ კომპანსაციის გადახდაზე უარი განაცხადა.
რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაპატიმრების გამო ქართული მხარის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აგვიდორ ლიბერმანმა, ასევე ოფიციალურმა ანკარამ (ფუქსი თურქეთის საპატიო კონსულია ისრაელში).