შს სამინისტრომ კრიმინალური დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან 2002 წელს განხორციელებულ რამდენიმე ყაჩაღობაში, რომელთა დროსაც მათ მოქალაქე ილია სოხაძე მოკლეს. ასევე დამნაშავეთა ამ ჯგუფის ქმედებას 2003 წელს 13 წლის ვენერა ბაზაზიანი შეეწირა, რომელსაც ხელყუმბარის ნამსხვრევები მოხვდა.
ამ დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ჯერ-ჯერობით იძებნება. დამატებით ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო დღეს 15:00 საათზე გაავრცელებს.