თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 55 წლის იბრაჰიმ დიუზენლიმ 47 წლის ქართველი მეუღლე ნანა დიუზენლი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველების ცნობით, ქალს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მამაკაცის ცხედარს კი პოლიციამ სახლის ეზოში მიაგნო.
ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი და ეჭვიანობა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით, ტრაბზონში გამოძიება გრძელდება.