საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასულ კვირას, ესპანეთსა და იტალიაში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოსა საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„დაზუსტებული ინფორმაცია ესპანეთსა და იტალიაში დაკავებული ქართველების შესახებ არ გვაქვს. ასევე არ გვაქვს ინფორმაცია, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება თუ არა. დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა გადავამოწმებთ და საჭიროების შემთხვევაში გაცნობებთ", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, იტალიაში კი - 4.