დაკავებულია ხობის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, იური ბუკია, ასევე სენაკის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი შალამდებიძე და მარტვილის გამგეობის თანამშრომელი, ჯამბულ გეგეჩკორი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სისტემატურად შედიოდნენ მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებებში და სატენდერო პირობების დარღვევით სამუშაოების შესრულებისას მეწარმეებისათვის ფინანსური სანქციების არიდების და სხვადასხვა სახის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით სძალავდნენ თანხებს. ზემოთ ხსენებული პირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ მორიგი უკანონო გარიგების ფაქტზე, რა დროსაც მათ მეწარმისგან ქრთამის სახით აიღეს 500-500 ლარი. წინასწარი მონაცემებით მათ სახელმწიფოს 120000 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.