ინციდენტი რუსთაველის გამზირზე- ურთიერთშელაპარაკების შედეგად რესტორან "ჩაკრულოს" ადმინისტრატორი ლევან ბურჭულაძე დაჭრეს.
ჩხუბი ახლოს მდებარე რესტორან "შხარაში" დაიწყო და პროსპექტზე გაგრძელდა. ლევან ბურჭულაძე მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა, როდესაც იგი ბასრი საგნით სახის არეში დაჭრეს.
დაზარალებული პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სახლში მალე გაწერეს. დამნაშავე დაკავებულია.