ლონდონში რუსი ბიზნესმენი დააკავეს. ვლადიმერ ანტონოვი, რომელიც ინგლისის საფეხბურთო კლუბ „პორტსმუტის" მფლობელი და ლიტვის ბანკ Snoras-ის მთავარია აქციონერია, ინგლისელმა სამართალდამცავებმა ლიტველი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.
ლიტვის პროკურატურას, რომელმაც ბიზნესმენზე ძებნა გამოცხადა, გადაწყვეტილი აქვს ბიზნესმენი და მისი პარტნიორი რაიმონდას ბარანაუსკასი ბანკიდან დიდი ოდენობეს დატაცების ფაქტის გამო დაკითხოს. საქმე ეხება დოკუმენტების გაყალბებას და ბანკის ბუღალტერიის დარღვევით წარმოებას.
რაიმონდას ბარანაუსკასიც ლონდონის პოლიციამ დააკავა.
ორივე ეჭვმიტანილი საქმესთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში პარტნიორებმა ლიტვის ხელისუფლება ბანკის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს.