კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დუშეთის რაიონის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარე, ზურაბ დინუაშვილი და ამავე კომისიის წევრი ნუგზარ ვერძეული, რომლებმაც ბაზალეთში მდებარე მიწის ნაკვეთის დაკანონების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალეს 5000 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.