თურქეთში ქურდობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს. შემთხვევა ტრაბზონში მოხდა. საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქციის ქურდობა სცადეს. ისინი საგანგებოდ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.
ამჯერად მათი ქმედება ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. 34 და 37 წლის საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანებში წარსდგებიან.