გურჯაანის ცენტრში 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი შავლაშვილი რესტორნიდან უცნობებთან ერთად გამოვიდა. მიზეზი სავარაუდოდ სიგარეტის გამო დაწყებული შელაკაპარაკება გახდა.
დაჭრილი საავადმყოფოში თვითონ მივიდა. მას 5 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ იგი გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანა.